20 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
გორში 82 წლის მამის მიერ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

2 დღის წინ გორში მეგრელიშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია გრძელდება. 82 წლის მამის მიერ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 42 წლის გიორგი მეგრელიშვილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 30-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. მას მალევე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ამის მიუხედავად ექიმები პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ.

საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კაკო მეგრელიშვილი ადგილზევე იქნა დაკავებული. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა

დღის ამბები