06 მაისი 2024,   12:05
ვრცლად
"ყალბი აფეთქებები, ცხედრები და მსახიობები მგლოვიარეების როლში..."- აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი პროვოკაციული ვიდეოს გავრცელებას გეგმავს 

შეერთებული შტატების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის საბაბისთვის რუსეთი უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან თავდასხმის ფაბრიკაციას გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ერთ-ერთ ვარიანტად პროპაგანდისტული ვიდეოს გავრცელებას განიხილავს. დადგმულ კადრებში ნაჩვენები იქნება ყალბი აფეთქებები, ცხედრები, მსახიობები მგლოვიარე ადამიანების როლში და სამხედრო აღჭურვილობა. მსგავსი პროპაგანდით კი რუსეთი ეცდება უკრაინაში პოტენციური შეჭრა გაამართლოს.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს ვაშინგტონის განცხადება არ უკვირთ და ყალბი სცენარის დადგმის ბრალდებას უარყოფენ.

რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან მორიგი სატელეფონო საუბრები გამართა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კოლეგებთან რუსეთ-უკრაინის კრიზისი განიხილა.

კიევსა და მოსკოვში ვიზიტს 14 თებერვლიდან გეგმავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

დღის ამბები