30 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
პეტერბურგში კუჭის კონტრასტული რენტგენის გადაღებას 7 ადამიანი ემსხვერპლა - რა აღმოაჩინეს კლინიკის შემოწმების შემდეგ

სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში 7 პაციენტის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდებულების რიცხვი იზრდება. ხელმძღვანელი პირების გარდა დააკავეს ექთანიც, რომელიც შემდგომ სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

იანვრის თვეში კლინიკაში 3 პაციენტი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბარიუმის სულფატის გამოყენებით კუჭის რენტგენი გადაიღო. მოგვიანებით, გარდაცვლილთა რიცხვი, რომლებმაც პროცედურა დეკემბერ-იანვრის თვეში გაიარეს 7-მდე გაიზარდა, დაზარალებულთა რიცხვმა კი 20-ს გადააჭარბა.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე, გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს შეუსაბამო სამედიცინო საქონლის შენახვის მუხლებით აღძრა.

საქმეზე დააკავეს ცენტრის მთავარი ექიმი და რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. სასამართლომ მათ პატიმრობა მიუსაჯა.

გამომძიებლების თქმით, კლინიკამ შეიძინა პრეპარატი, რომელიც არ იყო შეტანილი მედიკამენტების სახელმწიფო რეესტრში და არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს.

დღის ამბები