20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 2.9% გადის ჰოსპიტალურ მკურნალობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების დიდი უმრავლესობა ბინის პირობებში მკურნალობს.

მისივე თქმით, "ომიკრონის" მიმდინარეობის სიმსუბუქის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვანია სიფრთხილე და ეფექტური მართვა, როგორც ეს სხვა შტამების შემთხვევაში იყო. 

"პაციენტების უდიდესი ნაწილი იმართება ბინის პირობებში და მხოლოდ მცირე ნაწილი - 2.9% არის ჰოსპიტალურ ქსელში. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გახლავთ 1 228 პაციენტი, ხოლო რეანიმაციაში არის - 277. "ომიკრონის" შემთხვევაში დამძიმების და ლეტალობის რისკი არის უფრო დაბალი, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში. რაც შეეხება გუშინდელ გარდაცვალების შემთხვევებს - ამაზე ჩაღრმავებული ანალიზი მიმდინარეობს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რომელი კოჰორტიდანაა გარდაცვალების შემთხვევები, რამდენად უკავშირდება ეს "ომიკრონით" გარდაცვალებას, თუ ეს არის ჯერ კიდევ დელტას შტამის კოჰორტიდან გარდაცვალების შემთხვევები.

ის, რომ "ომიკრონი" სრულიად შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, ეს არ არის სწორი მოლოდინი - სიფრთხილე და მართვის ეფექტურობა არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორიც ეს იყო ყველა წინა შტამის დროს,"- აცხადებს გაბუნია. 

დღის ამბები