16 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ლარი მყარდება - რა მიზეზებს ასახელებენ ანალიტიკოსები და რა მოლოდინი აქვს სებ-ის პრეზიდენტს

ლარი მყარდება. უკვე რამდენიმე დღეა, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

ანალიტიკოსები ლარის გამყარების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, თუმცა ძირითადი პოსტ პანდემიური ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ეროვნული ბანკის 8 თებერვლის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.92 ლარია. ოფიციალურ კურსთან შედარებით, 1 აშშ დოლარის ფასი გაცილებით ნაკლებია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარი ამ დროისთვის 2.91 ლარი ღირს, რაც 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ლარის ყველაზე მყარი კურსია.

ლარის გამყარების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რადიო "ფორტუნას" ეთერში მიცემულ ინტერვიუში. განსაკუთრებული ყურადღება კობა გვენეტაძემ ინფლაციური მოლოდინებზე გააკეთა და არ გამორიცხა, რომ თუ ინფლაცია შემცირდება, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს და რეფინანსირების არსებული განაკვეთი- 10.5% გადაიხედოს.

დღის ამბები