სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის ინიციატივით იყო წარდგენილი, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
როგორც ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის აღნიშნულ პოზიციას 2013 წლის თებერვლიდან იკავებს, შესაბამისად, საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
"მე ვიცი, რა საქმესთან დაკავშირებითაც ვარ დაბარებული მოწმის სტატუსით. ამასთან დაკავშირებით, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მოგეხსენებათ, მე ვმუშაობ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან. რა ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში, მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეება არ მქონდა. თქვენთვის და ორივე მხარისთვის ცნობილია, რომ მე აქ გამოძახებული ვარ როგორც დაცვის მხარის მოწმე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე. მე ვფიქრობ რომ თავად ადვოკატები და თავად ბრალდებულები გაცილებით კომპეტენტურები არიან და კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები...
მე მინდა ვისარგებლო სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც მაძლევს საშუალებას, უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე უარს ვაცხადებ ჩვენებაზე," - განაცხადა ანზორ ჩუბინიძე.
ანზორ ჩუბინიძის ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში მიხელ სააკაშვილის რეპლიკა მოჰყვა.