20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"ომიკრონის" მაღალი გავრცელება მედპერსონალში - იზოლაციაში მყოფი ექიმები პაციენტებს დისტანციურად ემსახურებიან

კორონავირუსის შტამი - "ომიკრონიეპიდემიოლოგიურ სცენარს ყოველდღიურად ცვლის. სპეციალისტებისთვის დღევანდელი 25 000-ზე მეტი ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევა, პიკის გაგრძელების მანიშნებელია. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მაინც რომ მართვადია, ექიმების მთავარი არგუმენტი დღეს კლინიკურ შესაძლებლობებზე გადის.

ჯანდაცვის სამინისტრომ ონლაინ-კლინიკების რაოდენობა გაზარდა. ცხელ ხაზზე -15-22 შესული ყველა ზარი კონტროლდება. მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს შესრულდა თუ არა, კონკრეტული მოთხოვნა.

ექიმები მოქალაქეებს აფრთხილებენ - "ომიკრონი" მძიმეა მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს და პარალელურად, აცრის სტატუსი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, ვირუსი ჯანმრთელობის მთავარ გამოწვევად იქცევა. პარალელურად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელიც მომატებულია. კოვიდკლინიკებში შემცირებული პერსონალის გამო, ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი მედიკოსი ათობით პაციენტს უვლის.

იმისათვის, რომ ყველა კლინიკას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი ჰყავდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი რეკომენდაცია შეიმუშავა - გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით 8-ის ნაცვალად, მედპერსონალს იზოლაცია 5 დღემდე შეუმცირდება.

დღის ამბები