16 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის მეორე დღე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ამ ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა.

"იყო ძალიან კარგი მხარდამჭერი გზავნილები მათი მხრიდან, რაც მთლიანად ემთხვევა როგორც ჩვენს მოლოდინებს, ასევე "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას. შეხვედრების ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის განვითარება, იქნება ბიზნესის განვითარება. დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აღარ არის ევროკავშირის წევრი, მთელი სულით და გულით უჭერს მხარს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში,“- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები