20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება - რა ანაზღაურება და სოციალური მხარდაჭერა ექნებათ სამხედრო მოსამსახურეებს

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება. თავდაცვის სამინისტრო ქვეყნისთვის ოთხწლიანი მსახურობის განმავლობაში სამხედროებს 20%ით გაზრდილ ანაზღაურებას ჰპირდება.

სოციალური პაკეტების გარდა, სამხედროები სარგებელს ბინის შეძენის შემთხვევაშიც ნახავენ, უნივერსიტეტებში დაფინანსებით ისწავლიან და სურვილის შემთხვევაში კი შეეძლებათ უცხო ენის კურსები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარონ. ამისათვის საჭიროა მათ საკუთარი ქალაქის იუსტიციის სახლს მიმართოთ ან სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დღეს დაიწყო და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 4-წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეუძლიათ 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

დღის ამბები