30 აგვისტო 2026,   06:41
ვრცლად
სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა კულტურის მინისტრმა დაათვალიერა

დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა დაათვალიერა კულტურის მინისტრმა. ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნა და კვირას დაიხურება. წარმოდგენილია მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლში არსებული საარქივო ნივთები.

სოლიკო ვირსალაძემ მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში უნიკალური, საკუთარი ხელწერა შექმნა. სუხიშვილებთან ერთად უმნიშვნელოვანესია მისი როლი "ქართული ნაციონალური ბალეტის" ჩამოყალიბებაში. ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ გაიმართა.

დღის ამბები