სასტიკი მკვლელობა კახეთში - გამოძიება ამ დრომდე ადგენს, ვინ და რატომ მოკლა სოფელ კონდოლის ფერმაში დასაქმებული ცოლ-ქმარი.
არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან და მათთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რადგან ადგილობრივებმა ღამით ყვირილის ხმა გაიგეს.
"მე რომ ცხვარი მომიდიოდა, ყვირილის ხმა იყო, არ ვიცი თხებს ეჩხუბებოდა თუ რა იყო. მე მგონი რაღაც კამათი ჰქონდათ. წამოვედი და დილით გავიგე რომ დაუხოციათო. უფრო 2 კაცის ხმა იყო, ვინ და ვინ იყო არ ვიცი," - აცხადებს ადგილობრივი. მისი თქმით, იარაღიდან გასროლის ხმა მას არ გაუგია.