20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უწყების 2022-2027 წლების სტრატეგია წარადგინა

როგორია საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია - პრეზენტაცია გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ წარმოადგინა. ახალი სტრატეგიის პროექტი საგამოძიებო უწყების შემდგომი განვითარების და რეფორმირების გეგმას ითვალისწინებს. პრეზენტაციის მიზანი პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების ინფორმირება და სტრატეგიის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ჩართულობაა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პროექტში წარმოდგენილია ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევასაც საქართველოს პროკურატურა მომდევნო 6 წლის განმავლობაში გეგმავს. ირაკლი შოთაძის თქმით, ახალი სტრატეგია საქართველოს პროკურატურის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას ეხება, კონკრეტულად კი, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა დგას.

გენერალურმა პროკურორმა ასევე, მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

პრეზენტაციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც ესწრებოდა, მან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა და წარმატება უსურვა წარმატებას უსურვა პროკურატურას.

"რა თქმა უნდა მივესალმებით ასეთი სტრატეგიის შემუშავებას, საქართველოს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტი თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან და შემდგომშიც ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით ისევე, როგორც სხვა პროფესიულ საზოგადოებასთან ვთანამშრომლობთ აქაც ვაპირებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ვუსურვებთ წარმატებას,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები