20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
თბილისში ამერიკის 39 წლის მოქალაქეს, ალექს ლოიოსს ეძებენ

თბილისში ამერიკის 39 წლის მოქალაქეს, ალექს ლოიოსს  ეძებენ. მისი ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ის კონტაქტზე ბოლოს 7 თებერვალს გამოვიდა, ხოლო  9 თებერვალს, ნაცნობმა ტაქსისტმა ძველ თბილისში შენიშნა, სინაგოგასთან ახლოს. მისი თქმით, ის იყო „ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულსა და დაბნეულს“.

ალექს ლოიოსის მეგობრების  ინფორმაციით, საქმის კურსშია საელჩო და საგამოძიებო უწყებები. ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება პოსტერები.

დღის ამბები