16 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ორივე კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ორივე კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა - ლელა ჯანაშვილის და თამარ ალფაიძეს შორის არჩევანს დეპუტატები უკვე პლენარულ სხდომაზე გააკეთებენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლელა ჯანაშვილი აცხადებს, რომ გასაუბრება საინტერესოდ წარიმართა. 

"საინტერესოდ წარიმართა გასაუბრება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გახლავთ გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებისა. ამიტომ ამ სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოსათვის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის," - აცხადებს ლელა ჯანაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ალფაიძე კი ამბობს, რომ აღნიშნულ პროცესში დამოუკიდებლად ჩაერთო და მოლოდინებიც აქვს, რომ პროცესები დამოუკიდებლად წარიმართება. 

"მე ამ პროცესში ჩავერთე დამოუკიდებლად და მოლოდინებიც მაქვს შესაბამისი. ეს არის ის სამსახურები, სადაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა შეხედულებები. ვფიქრობ, ყველას ექნება საშუალება მოგვისმინონ და თავად გადაწყვიტონ," - აცხადებს თამარ ალფაიძე.

დღის ამბები