27 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
"დაიწყება დასახლებული პუნქტების ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა" - ქვეყნები მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

არასასურველი სცენარის გათვალისწინებით, საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი, ნორვეგია და ლატვია, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტს, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის შიგნით გადაადგილებისგან. ასევე, მათ ურჩევენ წყლის, საკვები პროდუქტების, თბილი საბნების, საწვავისა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგებას.

ამ ფონზე თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკაში, კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება შეტევაზე გადასვლას გეგმავს და მის მოსაგერიებლად ემზადებიან.

"არ გამოვრიცხავ, რომ თუ განხორციელდება ფართომასშტაბიანი შეტევა, დაიწყება დასახლებული პუნქტების ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, რუსეთმა შეიძლება გადადგას ასეთი ნაბიჯები, ვგულისხმობ ჯარის გაგზავნას რეგიონში. თუ უკრაინა სრულყოფილ საომარ მოქმედებებს განახორციელებს, არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეები კვლავ შემოგვიერთდნენ. ასე რომ აშკარაა რუსი ხალხი განზე ვერ გადგება, თუ უსამართლობას დაინახავს,"- აცხადებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი.

დღის ამბები