27 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
უკრაინის ტერიტორიას რუსი დიპლომატები ტოვებენ

უახლესი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ტერიტორიას უკვე რუსი დიპლომატებიც ტოვებენ. ამის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. 

რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ამის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მოსკოვში რუს კოლეგას სერგეი შოიგუს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.

დღის ამბები