20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
მამაკაცზე, რომელმაც 16 წლის ბავშვის თვალწინ დედ-მამა დახოცა, ძებნაა გამოცხადებული - რა დეტალებზე საუბრობენ ოჯახის ახლობლები

სავარაუდო ბრალდებულს, რომელმაც მოზარდის თვალწინ დედ-მამა მოკლა, ამ დრომდე ეძებენ. დამნაშავე პოლიციას იდენტიფიცირებული ყავს. 34 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით, 16 წლის ბავშვის თვალწინ მშობლები დახოცა, ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი გაწირიძე, რომელსაც ორმაგ მკვლელობაში ადანაშაულებენ, მწყემსია. ის თელავში, იმ ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, სადაც შემთხვევა მოხდა.

"ჩამოდიოდა და ერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ იმ მწყემსთან ან შელაპარაკება ჰქონია ან რაღაც. პირიქით იმას იძახოდა, რომ ჩემს მეუღლეს დედას ეძახის და მე კიდე მამიკოსო. ვიშვილო რა ვუყო, ისეთი პიროვნებააო. ალბათ ნდობაში შევიდა, ალბათ დიდი ხანი ჰქონდა მოწადინებული, რომ მაგის გამკეთებელი იყო.

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როგორ დაისჯება და რანაირად იზამენ, უბრალოდ ოჯახის წუხილს მოეშვება, მიცვალებულს ვერავინ გააცოცხლებს," - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

დღის ამბები