27 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
ავსტრალიის პრემიერი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოიწოდებს, უკრაინა დატოვონ.

"ჩვენი რჩევა ნათელია, ვითარება კი სახიფათო. უნდა ეცადოთ უკრაინისგან თავის დაღწევას," - განაცხადა სკოტ მორისონმა.

მისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ავსტრალიაში ვიზიტს მოჰყვა.

ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიჭრას. გუშინ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები