27 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო პანიკაში არ ჩავარდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო პანიკაში არ ჩავარდნენ. 

მისი თქმით, უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამხედროებსა და მოქალაქეებს უნდა დაეყრდნოს და ნებისმიერ დღეს მზად იყოს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს.

ზელენსკი აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ დიპლომატიაა.

"ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ვმუშაობთ დიპლომატიურ დონეზე, ყოველდღიურად ვუკავშირდებით სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ლიდერს, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზაა," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის ამბები