16 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ორგანიზაციაში გაწევრიანდება პარტიის ყველა ქალი წევრი - "ქართული ოცნება" პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს

"ქართული ოცნება" პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს. უკვე დაიწყო საორგანიზაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ერთის მხრივ, ეს ინიციატივა თავად პარტიის გაძლიერებას გულისხმობს და მეორეს მხრივ, პარტიაში ქალების როლის წარმოჩენას და მათი უფრო მეტად შინაარსობრივად მონაწილეობის უზრუნველყოფას. ამ ინიციატივის ფარგლებში, დღეიდან ვიწყებთ რეგიონებში ჩვენი პარტიის ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრას. პარტიის გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდება პარტიის ყველა ქალი წევრი და შესაბამისად, მათი აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება ამ ორგანიზაციის წარმატებულად ფუნქციონირებაში,"- აცხადებს "ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად აქტიური იყოს ეს ორგანიზაცია. მთავარი მიზანი იქნება ჩვენი ქალი წევრების კარიერული წინსვლის, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ხელისუფლებაში, მაღალ დონეზე ქალების წარმომადგენლობის გაზრდაზე და, ზოგადად, საზოგადოებაში ქალების ინტერესებისა და უფლებების უკეთ დაცვაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები