19 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
სოფელ ახალქალაქში 38 წლის მამაკაცი თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 38 წლის მამაკაცი დააკავა. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, 46 წლის თანასოფლელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის საით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები