"ქართული ოცნება" პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს. მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო საორგანიზაციო შეხვედრები. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ იყო შიდა ქართლი და სამცხე ჯავახეთი.
"დაახლოებით 1 თვეში გაიმართება ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, სადაც აირჩევა ორგანიზაციის გამგეობა, ასევე, რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და შემდეგ გაიმართება 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, სადაც აირჩევა ამ 11 ორგანიზაციის ბიუროები.
ამის შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, გადავიდეთ კონკრეტულ აქტივობებზე, პროექტებზე, ღონისძიებებზე, რომელიც უზრუნველყოფს ქალბატონების კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.