25 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა პირს, რომელმაც კახეთში ბავშვის თვალწინ მისი მშობლები დახოცა

პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც კახეთში ბავშვის თვალწინ მისი მშობლები დახოცა. 34 წლის დამნაშავე მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალად ედება ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით და არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით.

მკვლელობა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში ორი დღის წინ მოხდა. ბრალდებული მწყემსად მუშაობდა იმ ფერმაში, სადაც დანაშაული მოხდა. დამნაშავემ თანამშრომელს რამდენიმე ტყვია ფერმის ეზოში ესროლა, შემდეგ შენობაში შევიდა და მისი ცოლი მოკლა; მათი 16 წლის შვილი თავდამსხმელმა სკამზე დაბმული დატოვა.

მოტივად ფული სახელდება. ირკვევა, რომ ოჯახმა მიწა გაყიდა და 20 ათასი ჰქონდა. ჭრილობები აქვს თავად გაქცეულსაც, რომელიც მან წინააღმდეგობის გაწევისას მიიღო.


დღის ამბები