04 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
ქვეყნების ნაწილი კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს

412 მილიონი ინფიცირებული და 5 მილიონზე მეტი გარდაცვლი, ასეთია კოვიდ სტატისკა მსოფლიოში.

ომიკრონის სწრაფად გავრცელების ფონზე, სახელმწიფოების ნაწილი რეგულაციებს ამსუბუქებს.

საფრანგეთი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს ამსუბუქებს. აცრილ ადამიანებს კოვიდ ტესტების გაკეთება აღარ მოუწევთ.

სამოგზაურო შეზღუდვებს ხსნის ვიეტნამიც. ხვალიდან საერთაშორისო მოგზაურები ქვეყანაში შესვლას დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. აღდგება გაუქმებული საერთაშორისო ფრენებიც.

ვირუსთან საბრძოლველად კი სამხრეთ კორეა თვის ბოლოდან საზოგადოებას ვაქცინის მეოთხე დოზას შეთავაზებს.

დღის ამბები