დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ "ომიკრონის" შემთხვევების შედარებით შემცირების მიუხედავად საფრთხე მაინც არსებობს. პაატა იმნაძე ასევე ამბობს იმასაც, რომ უკვე აღწერილია შემთხვევები, როდესაც ადამიანი ერთი თვის განმავლობაში "ომიკრონის" სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირდა:
"საფრთხე ჯერჯერობით ისევ არის. პიკი ალბათ უკვე გადავლილია, თუმცა იმისი რისკი, რომ ეს აუცრელ ადამიანებში შეიძლება წავიდეს მძიმედ მაინც არის. მოვუწოდებ ყველას სიფრთხილისაკენ და რაც მთავარია, აცრებისაკენ. სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც "ომიკრონის" ერთი ვარიანტის შემდეგ ერთ თვეში შეიძლება "ომიკრონის" მეორე ვარიანტი დაემართოს," - განაცხადა პაატა იმნაძემ.