29 აგვისტო 2026,   23:10
ვრცლად
შესაძლო თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესებზე არსებითი განხილვები გრძელდება

შესაძლო თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესებზე არსებითი განხილვები გრძელდება. საქმე ეხება კონკრეტული პატიმრისთვის, სავარაუდოდ, თაღლითურად თანხის გამორთმევას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მამაკაცს შეწყალების კომისიის საშუალებით მას ჰპირდებოდნენ რომ საპატიმროს დატოვებდა და პირობით მსჯავრსაც მოუხსნიდნენ.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ საქმეში მყარი მტკიცებულებებია, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

ბრალდებულები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

დღის ამბები