"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დილიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მათი მხრიდან ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენის მოთხოვნა რიტორიკული პოზიცა იყო და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღადგენენ თუ არა ბარტიას ჩახსნილ სიებს:
"სხვა პათოსი იყო სიებთან დაკავშირებით, თუ არ ეშინიათ აბა აღადგინონ სიები. შეეშინდება თუ არა ხელისუფლებას - ეს ამ შემთხვევაში რიტორიკული პოზიცია იყო. ეს პასუხი იყო იმაზე, თუ რასაც ჩადის ხელისუფლება. "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ აქვს მნიშვნელობა იმას, სიებს აღადგენენ თუ არა, ამას ვინ იზამს, ილუზიაც არ გვაქვს,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ" გუშინ, პარლამენტს, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენისკენ მოუწოდა.