დედის მიერ ახალშობილის გაგუდვისა და შემდეგ საკანალიზაციო მილში მოთავსების საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. დიანა კაზნაფეროვას ინტერესების დამცველი, დაცვის მხარის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ცნობილია, რომ დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობს. დიანა კაზნაფეროვას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას," - განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.