16 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

კონფერენციაზე საუბარი იქნება პრემიერის - სამხრეთ კავკასიის სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივაზე. მიუნხენში საქართველო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მტკიცე არჩევანს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს უყრის თავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენში კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა პირადად მიიწვია. პრემიერ მინისტრთან ერთად, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენენ.

დღის ამბები