შშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, დროა ამერიკის შეერთებული შტატები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის რისკები ისევ რჩება.
Reuters-თან ინტერვიუში ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ რთული არჩევანის წინაშე დგას, რათა დააბალანსოს თავიანთი მოქალაქეების ინფექციებისგან დაცვა და მზარდი დაღლილობა პანდემიით, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება.
"ამისთვის სრულყოფილი გამოსავალი არ არსებობს," - თქვა ფაუჩიმ.
აშშ-ის რამდენიმე შტატში უკვე აპირებენ პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად დიდია, წინა კვირასთან შედარებით როგორც ახალი შემთხვევების, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია.