30 აგვისტო 2026,   00:36
ვრცლად
34 გარდაცვლილი და 9 400 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 9 400 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 32 470, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 284, PCR ტესტით - 14 186.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.7%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 144 477 პაციენტი ებრძვის.

დღიურად აცრილია 1 524 ადამიანი.

დღის ამბები