16 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძის და ირმა ინაშვილის კონსპირაციული შეხვედრა - რაზე ისაუბრეს პროდასავლური და პრორუსული პარტიების ლიდერებმა 

პროდასავლური "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრორუსული პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს შეხვდა - კონსპირაციული შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს "კურიერის" კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდათ - მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე იმსჯელეს. ინაშვილისა და ჯაფარიძის თქმით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შესახებ არ უსაუბრიათ. 

"მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმები შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ადამიანებს შორის ურთიერთობას ეს ხელს არ უნდა უშლიდეს. ვხვდებით ხოლმე, დღეს შევხვდით და ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე ქვეყანაში. ვისაუბრეთ ზოგადად იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ თემაზე [არჩევნებზე] არ გვისაუბრია, პირდაპირ გეტყვით," – განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

"ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე ვისაუბრეთ. ქვეყანა ერთია და ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება. არჩევნებზე არ გვისაუბრია," - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღის ამბები