16 ნოემბერი 2024,   08:01
ვრცლად
მორიგი პროვოკაცია - "რუსეთი გეგმავს კადრების გავრცელებას, თითქოს უკრაინული ჯავშანტექნიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სახლებს ბომბავს" 

მორიგი დადგმული კადრები შეცვლილი სცენარით - რუსეთი დეზინფორმაციის პროპაგანდას განაგრძობს.

უკრაინის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, კვლავ იგეგმება კადრების გავრცელება, სადაც თითქოს უკრაინული ჯავშანტექნიკა და სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიან მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ. ეს კი რუსეთს მისცემს საბაბს უკრაინაში შეჭრისთვის.

მსგავსი ვიდეო-ფაბრიკაცია გუშინაც გავრცელდა, რომელიც მალევე გამჟღავნდა სპეციალისტების მიერ. მათ დეტალურად აღწერეს, რომ დადგმულ კადრებში ნაჩვენები სახლი და სამხედრო ტექნიკა ერთი და იგივეა და ის თავად საოკუპაციო ძალებს ეკუთვნით.

დღის ამბები