16 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
მოხდა თუ არა პოლიტიკური გარიგება ბადრი ჯაფარიძესა და ირმა ინაშვილს შორის - რუსთავის შუალედურ არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსი" მონაწილეობას არ მიიღებს

რაზე ისაუბრეს და რა საერთო აქვთ პროდასავლურ ლიდერს პრორუსული პარტიის ხელმძღვანელთან - ბადრი ჯაფარიძესთან კონსპირაციული შეხვედრის შესახებ, რომელსაც პოლიტიკურ სპექტრში ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, ირმა ინაშვილს განმარტების გაკეთება მოუწია.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგი, განაცხადა რომ ბადრი ჯაფარიძისთვის რუსთავში მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კონკურენტი ბადრი ჯაფარიძეს "პატრიოტთა ალიანსი" სახით არ ეყოლება რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში.

ინაშვილის თქმით, მისი პარტია შუალედურ არჩევნებში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ათასჯერ შევხვედრილვარ ბადრი ჯაფარიძეს და არცერთ ამ შეთხვევაში ინტერესი თქვენი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ელჩებთან შეხვედრების ფორმატში, ვხვდებოდით ერთმანეთს როცა მიშელი სტუმრობდა საქართველოს. ასევე არის არასაჯარო შეხვედრები სადაც დასამალი არაფერია.

ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსთავის არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსი" არ მიიღებს მონაწილეობას, არც "პატრიოტთა ერთიანი ფრონტი" არ მიიღებს მონაწილეობას და საერთო კანდიდატი არ გვეყოლება და არც არავის არ დავიჭერთ მხარს,"- აცხადებს ირმა ინაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები