ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, აქცია იმართება საქალაქო სასამართლოსთან. ბრალდებული და მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები სასამართლოს შენობის მიმდებარედ შეიკრიბნენ. აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.
აქციაზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძეც.
"მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე, დატოვა თანამდებობა და ხელახალი მანდატი სთხოვა ხალხს, ასამართლებენ ადამიანები, რომელთაც 20 ივნისს თვალები დათხარეს ბავშვებს და ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, იქ მონაწილე ადამიანები და 20 ივნისის შემოქმედები დააწინაურეს,"-აცხადებს დავით კირკიტაძე.