16 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
პატიმრისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად, ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში, მათ გვერდით განთავსება მოითხოვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ადვოკატების გვერდით განთავსება მოითხოვეს. აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიას მიმართეს.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, სურდათ მიხეილ სააკაშვილი პატიმრისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად, დარბაზში, ადვოკატების გვერდით იმყოფებოდეს.

მოსამართლის ნინო ელიეშვილის განმარტებით, დარბაზი უსაფრთხოებისთვის ამგვარადაა მოწყობილი და ამ წესს ვერ შეცვლის.

საპასუხოდ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა პატიმრობაში მყოფი პირები დარბაზში, ადვოკატების გვერდით სხედან ხოლმე.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ბრალდების მხარემ. მათი თქმით, მსგავს შემთხვევაში წერილობითი შუამდგომლობაა საჭირო.

დღის ამბები