16 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს, რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ? - სააკაშვილი

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 7 ნოემბრის მოვლენები იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ. 

"მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ის ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული. 7 ნოემბერი იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ და ჯო ბაიდენი 7 ნოემბრის შემდეგ გამოვიდა და თქვა, ის, რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ეს იყო საპრეზიდენტო დებატები, მაშინაც პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ?" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების საქმის მტკიცებულებებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს უვადო სრული შიმშილობა გამოაცხადა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დღის ამბები