16 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ხედავს, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს, მისი საკითხი რომ დღის წესრიგიდან საერთოდ არ ჩამოიშალოს, მიმართავს უკიდურეს ფორმას - გივი მიქანაძე

"ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელახალი შიმშილობის დაწყებას ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯით ცდილობს, მისი საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ არ მოიხსნას და სწორედ ამიტომ მიმართავს უკიდურეს ფორმას.

რაც შეეხება სამედიცინო მეთვალყურეობის ნაწილს, გივი მიქანაძის თქმით, მეთვალყურეობა კანონმდებლობიდან გამომდინარე შესაბამისი ინტერვენციებით განხორციელდება.

"როდესაც ხედავს, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს, ხედავს, რომ პარლამენტში ვერ იქმნება ის საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულიად აბსურდულია და არანაირ საფუძველს არ წარმოადგენს მასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა და ოპოზიციის ნაწილი ამას მხარს არ უჭერს, რეალურად მისი საკითხი რომ დღის წესრიგიდან საერთოდ არ ჩამოიშალოს და არ მოიხსნას, იგი სწორედ ამ მიზნით მიმართავს უკიდურეს ფორმას.

რაც შეეხება მის მიერ ამ შიმშილობის პროცესს, რა თქმა უნდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება და შესაბამისი ინტერვენციებიც განხორციელდება კანონმდებლობიდან გამომდინარე," - აცხადებს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლო პროცესზე უვადო სრული შიმშილობა გამოაცხადა.

დღის ამბები