30 აგვისტო 2026,   06:17
ვრცლად
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება - დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

საქალაქო სასამართლო  სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის განხილვას განაგრძობს.

დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განიხილავს. თამთა თოდაძის ადვოკატის შეფასებით, მოპოვებული მასალები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები, მხოლოდ ილია ჯიშკარიანის ბრალეულობაზე მიუთითებს.

მომდევნო პროცესი 4 მარტს არის ჩანიშნული, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, სავარაუდოდ განაჩენიც ამ პროცესზე გამოცხადდება.

დღის ამბები