30 აგვისტო 2026,   06:17
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა, ავტომობილით, თბილისში განახორციელეს დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. ამოღებულია 1 957 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დღის ამბები