პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ნაცნობია საქართველოსთვისაც. პრეზიდენტის თქმით, ქმედებები, რომლესაც რუსეთი უკრაინის მიმართ იყენებს, საქართველოზეც აისახება. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოსაც გვერდით უნდა დაუდგეს.
"ჩვენ ერთობლივად ვიბრძვით ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დაკავშირებული ვართ კრიზისის ფორმითაც. დღეს ყველას ახსენდება ის ქმედებები, რაც რუსეთმა საქართველოში უკვე გამოიყენა. რუსეთი რა პრეტენზიებსაც აცხადებს უკრაინასთან, ეს ბუნებრივია შეიძლება შეეხოს საქართველოსაც. ასე რომ ჩვენ პარტნიორებთან ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ უკრაინის კრიზისი შეეხება საქართველოსაც და მსოფლიო თანამეგობრობას საქართველო მხედველობის არეში უნდა ჰყავდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.