გეგმავს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საქართველო-რუსეთის მატჩზე პროვოკაციის მოწყობას - პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს გამორიცხული არ არის.
მან მოუწოდა ოპონენტებს, დააკვირდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს სიმტკიცესა და სიმშვიდეს და მიბაძონ მას.
"გამორიცხული არ არის. ჩვენ ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა", მისი ახალგაზრდული ფრთა, მათი ქცევა და ა.შ. თავისთავად, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია და ამ მძიმე პერიოდში ეს ბუნებრივიც კი არის, ერთადერთ რამეზეა საუბარი - როცა საუბრობენ სიამაყით უკრაინაზე, დააკვირდნენ პრეზიდენტ ზელენსკის, მის მშვიდ და ამავე დროს მტკიცე პოზიციას. ეს არის ის, რაც სჭირდება უკრაინას, საქართველოს, მთლიანად თანამეგობრობას, რომ ვიყოთ მტკიცენი, მაგრამ ამავე დროს, მშვიდნი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.