16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველო-რუსეთის მატჩის დროს სტადიონზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენა საერთაშორისო სტანდარტებს არ არღვევს

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის დროს სტადიონზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენა არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს არ არღვევს და ყველანაირ ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება. 

"რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ ჩვენ, "ევროპული საქართველო", მოწოდებით, რომ სტადიონზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი?! ეს საზოგადოების პოზიციის გამოხატვის ზუსტად ის ფორმა არის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება. არც ერთ წესს არ არღვევს და ეს არანაირი პოლიტიკური აგრესიის გზავნილი არ არის, თუ არ ეძებენ თავად ამ საბაბს," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

27 თებერვალს საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის უნდა გაიმართოს. 

დღის ამბები