საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 455 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 41 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 18 206 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 36 918.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 120 437-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 2 901 ადამიანი აიცრა.