16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიევში გადაიყვანონ

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიევში გადაიყვანონ და პირობას დებს, რომ "პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ. ამის შესახებ მან იმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საკითხი განიხილება.

სააკაშვილმა სხდომაზე ასევე ხელისუფლებას მიმართა, დროებით განაჩენი გადაუვადონ.

სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მისივე თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის დროს ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა.

 

დღის ამბები