უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, როგორც "კურიერის" კორესპოდენტი კიევიდან იუწყება, კიევის სიახლოვეს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა. შეტევა განხორციელდა თავდაცვის აკადემიაზე, რომელიც კიევის ცენტრიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
ასევე, აფეთქებები იყო ლუცკის რაიონში. დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჭურვი 4 სართულიან შენობას მოხვდა. ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ დანაკარგი განიცადა.