უკრაინის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.
"კიევის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია. უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის," - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.