16 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
საქართველოში აკრედიტირებული ელჩები უკრაინის საელჩოში შეიკრიბნენ - დიპლომატები სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობენ

საქართველოში მყოფი აკრედიტირებული ელჩები უკრაინის საელჩოში მივიდნენ. დიპლომატები უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე მისულმა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ელჩთან დისკუსია იქნება იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები

"როგორც იცით, ევროკავშირი ყველაზე მკაცრი ფორმით გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. უკვე ვიღებთ აქტიურ საპასუხო ზომებს. დღეს საღამოს ევროპელი ლიდერები სამსჯელოდ შეიკრიბებიან და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან. ვფიქრობ ახლა უკრაინელების მდგომარეობის არავის ესმის ისე კარგად, როგორც ქართველებს, 2008 წლის მოვლენების მოგონებებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ ყველანი უკრაინის სოლიდარულები ვართ. ელჩთან დისკუსია გვექნება იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საფრანგეთის ელჩი სიტუაციას დრამატულს უწოდებს და საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება იმ საშინელი აგრესიის პროპორციული რასაც ის უკრაინაში ახორციელებს

"ნამდვილად დრამატული სიტუაციაა, ძალიან შეწუხებულები ვართ.ჩვენმა პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება ამ საშინელი აგრესიის პროპორციული. ჩვენ გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას,მეგობრობას უკრაინელი ხალხის მიმართ და ამ საქმეში ვდგავართ ერთად,ასეც გავაგრძელებთ! ახლა უკრაინის ელჩთან მივდივართ რომ გამოვხატოთ გვერდში დგომა და საკითხზე სიღრმისეულად ვიმსჯელოთ," - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

დღის ამბები