16 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
უკრაინაში მშვიდობა ერთ დღეში ომმა შეცვალა - რუსულ აგრესიას ერთ დღეში 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში მშვიდობა ერთ დღეში ომმა შეცვალა. საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული წარსული, ახალ უკრაინის დღევანდელობაა. დაბომბილი ქალაქები, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები – ბავშვები და ქალები, ჯარისკაცები, დაჭრილები, დანგრეული შენობები და აეროპორტები – უკრაინამ ომში გაიღვიძა და ახლაც რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიებას ცდილობს.

ოკუპანტი რუსული არმია ცას, ზღვას და ხმელეთს შეტევისთვის თანაბრად იყენებს. ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მთელი დღეა მიმდინარეობს. პოზიციებს არ თმობენ უკრაინელი ჯარისკაცები და ვლადიმერ პუტინის არმიის წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზიდან ახალი მსოფლიოს ახალ ისტორიას წერენ. რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. უკრაინის დედაქალაქამდე რუს სამხედროებს სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებთ. იერიში მიიტანეს ანტონოვის აეროპორტზეც.

ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა ხარკოვის დაბომბვა განაახლეს. სროლები ამ წუთებშიც არ წყდება. მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივები, თავს მეტრო სადგურებს აფარებენ. ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხალხს თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. კურიერი იქ მყოფ საქათველოს მოქალაქესაც დაუკავშირდა

კიევი, ივანო–ფრანკოვსკიდნეპრიპრამატროსკი, ხარკოვი, მარიუპოლი, ყირიმი, ოდესა, კრამატორსკი – პუტინის რუსეთმა მიზანში დილიდან ეს ქალაქები ამოიღო და პირველი დარტყმაც სწორედ მათ მიიღეს. სრულმასშტაბიანი შეტევა მოსკოვმა გამთენიისას დიდი ქალაქებისა და კიევში ჭურვების ჩამოყრით დაიწყო.

დილიდან თავდასხმას ელოდებიან კიევშიც, დედაქალაქში გამაფრთხილებელი სიგნალები ამ დრომდე ისმის, სასტუმროებში გამოცხადდა ევაკუაცია და ყველა სტუმარს შენობები დაატოვებინეს,მათ, ვინც თავიანთი ავტომობილებით რეგიონიდან გასვლა ვერ მოახერხა, მატარებლით გაიყვანეს. უკრაინის პოლიცია ევაკუაციის დროს მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. კურიერის კამერამ გადაიღო მოქალაქეები, რომლებიც მეტროებსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებს თავს აფარებენ.

მოსახლეობა დედაქალაქის დატოვებას ამ დრომდე ცდილობს. ქუჩებში საცობებია. ადგილობრივები ბენზინს და საკვებს იმარაგებენ. ნებისმიერ წუთს უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა შეიძლება დაიწყოს. დაიწვა სამხედრო საწყობი კიევიდან 200 კილომეტრში, ასევე ოჩაკოვის პორტიც. ააფეთქეს ტყვია წამლის საწყობი კალინოვკაში, ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე სოფელიც აიღეს.

რუსეთმა უკრაინაში ჯარი და სამხედრო მანქანები ბელარუსის საზღვრიდანაც შეიყვანა. დესანტი გადასხა ოდესასა და მარიოპულშიმიმდიანრეობდა მასირებული სახმელეთო შეტევა ხარკოვში. საარტილერიო ცეცხლია გახსნილი საზღვრის გასწვრივ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განაცხადებით პირველი ორი დაკარგული დასახლება ლუგანსკის ოლქის სოფლები - მელოვოიე და გოროდიშჩეა. კიევის ოლქში რუსული რაკეტა მოხვდა თბო ელექტრო სადგურსაც. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს. გავრცელდა პირველი რუსი ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების ფოტოსურათებიც.

კურიერის კამერამ უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატიც აღმოაჩინა, ეს კადრები კიევის ერთ–ერთ ქუჩაზეა გადაღებული. დაშავებულია ერთი ადამიანი, ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალაქში ყოფნა საფრთხის შემცველია. ოკუპანტების კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინელებმა ბორისპოლის აეროპორტის სიახლოვესაც გაანადგურეს.

ინფორმაციას სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ უკრაინის მოქალაქეები მათი მთავარ სარდლისგან უწყვეტ რეჟიმში საათში ერთხელ იღებენ. ზელენსკი უკრაინელებს დილიდან ამხნევებს, მტერს კი აფრთხილებს, რომ მათი დანაკარგი კიდევ უფრო მეტი იქნება. მისი გადაწყვეტილებით საკუთარი მიწის დასაცავად ყველა მოხალისეს იარაღს დაურიგებენ.

ყველა რომ მოღალატედ ჩაითვლება, ვინ ახლა გაიქცევა- ეს სპეციალურ ბრიფინგზე ა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ საკუთარ კოლეგებს შეახსენა.

უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მან ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ დახვდნენ რუს სამხედროებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა კი კურიერს დაუდასტურა, რომ ახლა ოკუპანტების არიან კიევისკენ მიემართება.

რუსულ სამხედრო აგრესიას გავრცელებული ინფორმაციით, 40 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა, იზრდება დაჭრილების რიცხვიც. აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული ახალი ომი ადამიანური თუ სამხედრო დანაკარგების გარდა, დევნილობის ახალ ისტორიებსაც წერს.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები