დივერსიული ჯგუფები კიევში - უკრაინის თავდაცვის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაამზადონ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, დარჩნენ სახლში და მტრის აღმოჩენისთანავე ისინი გაანადგურონ.
დედაქალაქში რუსული სამხედრო ტექნიკაც უკვე გამოჩნდა - მისი გაუვნებელყოფა უკრაინულმა სამხედროებმა მალევე მოახერხეს, თუმცა, მანამდე რუსულმა ჯავშანმანქანამ მშვიდობიანი მოქალაქის ქუჩაში მოძრავ მანქანას გადაუარა, ხოლო შემდეგ ცეცხლი გახსნა გამვლელების და სხვა ავტომობილების მისამართით.
ჯერჯერობით უცნობია, შედეგად დაშავდა თუ არა რომელიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ოთხივე დივერსანტი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში გადაადგილდებიან სხვა დივერსანტებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გადაადგილდება ცენტრალურ უბანში, ტარას შევჩუკის ბულვარზე.